,,რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და საბოლოოდ ნატოსთვის, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება და რომ რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, მოლდოვისთვისა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამ თემაზე მან გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, ,,რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, არის თავდასხმა ჩვენს მშვიდობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში”. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხანია ომის ეკონომიკაზე გადავიდა, აგრძელებს შეიარაღებას და დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა იფიქრონ, რომ ის უკრაინის საზღვრებთან გაჩერდება.

,,საბოლოოდ, რუსეთიც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მოლდოვასა და საბოლოოდ ნატოსთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენი მხარდაჭერის შეწყვეტას მოჰყვება ფატალური შედეგები, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის”, – თქვა მან.

როგორც მან აღნიშნა, ყოველი ევრო მნიშვნელოვანია და რუსეთის შესაძლო გამარჯვება საბოლოოდ ყველას გაცილებით ძვირი დაუჯდება.

მსგავსი თემები