,,გვეკითხებოდნენ, როგორი დამოკიდებულება გვქონდა რუსეთთან. ერთმა თქვა, რომ მხარს არ უჭერდა და ქვეყანაში არ შემოუშვეს” – უკრაინის მოქალაქე

,,გვეკითხებოდნენ, როგორი დამოკიდებულება გვქონდა რუსეთთან. ერთმა თქვა, რომ მხარს არ უჭერდა და ქვეყანაში არ შემოუშვეს”, – ამის შესახებ უკრაინის მოქალაქე საუბრობს. მისი თქმით, ყველა, ვისაც უკრაინული პასპორტი ჰქონდა, გამოსაკითხად გაჰყავდათ და რუსეთის შესახებ კითხვებს უსვამდნენ.

,,გაგვიყვანეს ოთახში, სადაც ქალი და კაცი ისხდნენ, გამოგვართვეს პასპორტები და გვითხრეს დაიცადეთო, შემდეგ სათითაოდ გვიძახებდნენ. ის კაცი, რომელიც იქ იჯდა, ჩემი აზრით, ზედმეტად ქერა იყო იმისთვის, რომ ქართველი ყოფილიყო და სხვადასხვა შეკითხვებს უსვამდა ბიჭებს. ეკითხბოდა როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთთან, თვლიდნენ თუ არა რომ ეს იყო ომი და არა სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ა. შ.

მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გაეგოთ რუსეთს მხარს უჭერდნენ თუ არა. ჩემი იქ ყოფნის დროს ერთმა ბიჭმა უთხრა, რომ ის არ უჭერდა მხარს რუსეთს და ქვეყანაში არ შემოუშვეს, მეორემ კი თქვა, რომ ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო და მასაც იგივე ბედი ეწია.

მე მკითხეს, როგორი დამოკიდებულება მქონდა რუსეთთან, ვიყავი თუ არა ომში და ა. შ. საქართველოზეც მკითხეს, რა დამოკიდებულება მქონდა აქ მიმდინარე მოვლენებთან, მაგრამ ძირითადად რუსეთზე მეკითხებოდნენ. ამავე დროს, ადამიანები რუსული პასპორტით უპრობლემოდ შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ არაფერს ეკითხებოდნენ. ყველაზე ძალიან ის მაკვირვებდა, ადამიანი რომელიც შეკითხვებს მისვამდა არ გავდა ქართველს, უფრო რუსს გავდა და ქართულიც არ იცოდა”, – ამბობს უკრაინის მოქალაქე ,,მთავარ არხთან”.

მსგავსი თემები