დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

სპეცრაზმელების მიერ ნაცემმა დავით ქაცარავამ ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში წავა ექსპერტიზისთვის, ხოლო შემდეგ ექიმების დანიშნულ მკურნალობას გააგრძელებს.

,,მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება, რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში.

კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე ბრუტალურად გამისწორდნენ ეს ჯალათები. მხედველობის პრობლემაც მაქვს, ჯერჯერობით არ არის სრულად აღდგენილი”, – განაცხადა ქაცარავამ კლინიკიდან გაწერის შემდეგ.

მსგავსი თემები