„იმედია, მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ზაფხულში დაიწყება, მაგრამ საქართველოსთან არა“- მაიკლ როთი

„თბილისში ჩასვლით გვსურდა გაგვეგო, როგორ უგულებელყოფს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ყველგან ევროკავშირის დროშებს აფრიალებს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გამოცემა Die Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც კი არ არის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

„რეკომენდაციები შესრულებული უნდა იყოს, სანამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაწყება. ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც კი არ არის, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვან უკან გადადგმული ნაბიჯია. კანონები მზადდება, რომლებიც რუსეთის მაგვარი ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია. ამავდროულად, მთავრობა ამტკიცებს, თითქოს ევროკავშირისკენ უნდა სვლა. სიტყვები და ქმედებები უბრალოდ ერთმანეთს არ შეესაბამება“- ამბობს როთი.

მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყება უკრაინასა და მოლდოვასთან, მაგრამ საქართველოსთან არა.

„იმედია [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან ზაფხულში დაიწყება, მაგრამ საქართველოსთან არა. საქართველო დიდხანს იყოს სამაგალითო მოსწავლე, როდესაც საქმე ევროკავშირთან დაახლოებას ეხებოდა. ჩვენ არ ვაჯახუნებთ კარს, არამედ საქართველოს მთავრობა. მაგრამ ის შეიძლება ძალიან სწრაფად კვლავ გაიღოს თუ საქართველოს კანონები, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს არ შეესაბამება, გაწვეული იქნება,” – განაცხადა როთმა.

 

 

მსგავსი თემები