საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჯო უილსონი კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს

კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, კონგრესისთვის კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას “The Wall Street Journal” ავრცელებს. როგორც საერთაშორისო გამოცემა წერს, არ არის გამორიცხული, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სანქციებს ითვალისწინებდეს.

„კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან არიდებისა და რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. უცხოური აგენტების კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ. კანონპროექტი, ასევე, სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს შეიძლება გადამწყვეტი მომენტი იყოს საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, რადგანაც მისი მოქალაქეები ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის გაჩერებას ცდილობენ”, – წერს The Wall Street Journal.

მსგავსი თემები