,,მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია” – სასწავლებელი ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა

,,კავკასიის უნივერსიტეტს” ლევან ბერძენიშვილიც ტოვებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა და ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოიგო.

,,ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს.

ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიდი ბოლო მოვლენებამდე. ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოვიგე. გული დამწყდა, 4:0 მინდოდა, ამიტომ.

#არარუსულკანონს, #არარუსულხელისუფლებას”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ,,კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანმა დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სოსო ბერიკაშვილის თქმით, 29 აპრილს, ,,კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა მისი გაშვება სამსახურიდან, რადგან ,,ბიძინა ივანიშვილს აგინებდა”.

მსგავსი თემები