,,ქალბატონო თინა, ნუ დაკარგავთ სახეს” – შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავას

რამდენიმე წუთის წინ, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი აქვს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ ამ პარტიის წარმომადგენლებს ექნება 15 წუთიანი გამოსვლის საშუალება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დღის წესრიგის გათვალისწინებული საკითხის განხილვა დასრულდება, რომლის შემდეგაც კამათი დაიწყო.

თინა ბოკუჩავა ითხოვს, რომ კანონპროექტების განხილვის შემდეგ, ვიდრე კენჭისყრის პროცესი დაიწყება, სწორედ მაშინ ჰქონდეს ენმ-ს თავისუფალი ტრიბუნა.

სწორედ ამ პროიცედურასთან დაკავშირებით იყო კამათი, რის შემდეგაც პაპუაშვილმა ბოკუჩავას მიკროფონი გაუთიშა და დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

მსგავსი თემები