სტუდენტები, დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე მარშს აანონსებენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ, 14 მაისს, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ მარშს აანონსებენ.

,,ისევ გრძელდება სტუდენტების მდინარე და არ გაჩერდება იქამდე სანამ არ გაედინება რუსული კანონი ქვეყნიდან!

14 მაისს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები ვიკრიბებით კვლავ რუსთაველის მეტროსთან და გაერთიანებული მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტთან!

მოთხოვნები კვლავ უცვლელია.

არა რუსულ კანონს!
არა რუსულ ოცნებას!
არა რუსულ რეჟიმს !
არა ყველაფერს რაც რუსულია!
კი ევროპას ! ევროპულ მომავალს!”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები