აუდიტორიების არ შევალთ, სანამ კანონს არ გაიწვევენ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები სტუდენტურ გაფიცვას შეუერთდნენ

ბათუმში ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. საზღვაო აკადემიასთან, ამ წუთებში, ის სტუდენტები არიან შეკრებილნი, რომლებიც გაიფიცნენ. ისინი მსვლელობით შეუერთდებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

,,აუდიტორიების არ შევალთ მანამ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ, არა რუსულ კანონს! საქართველო და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით! გამოდით, ხმამაღლა თქვით, ნუ, გეშინიათ სამსახურების დაკარგვის, საქართველო თქვენ ხელშია, ეს ქვეყანა ჩვენ ხელშია,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მსგავსი თემები