საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებაში.