პარაგვაიში მომხდარ ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენის დროს ხეს შეეჯახა და ასუნსიონიდან 180 კილომეტრში ჩამოვარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა პარაგვაელი დეპუტატი უოლტერ ჰარმსი და მისი გუნდის სამი წევრი.