ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 2023 წლის ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ. ტურნირი 21 ივნისიდან 2 ივლისამდე პოლონეთში იმართება.
„რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არანაირი სტატუსით არ მიიღებენ მონაწილეობას ევროპულ თამაშებში. მის დაწყებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება და ჩვენი პოზიცია აღარ შეიცვლება“, – აღნიშნულია EOC-ის განცხადებაში.