თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც, მან ინტერვიუ შეწყვიტა.
ერდოღანი დღეს დაგეგმილ წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
,,ექიმების რჩევით, სახლში ვრჩები”, – დაწერა ერდოღანმა ტვიტერზე. მისი თქმით, ცუდად გახდომა “დატვირთულ სამუშაოს” უკავშირდებოდა.