აშშ-ის კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას, სავარაუდოდ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:35 საათზე მოხდა.
შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.