სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი.
კირილენკოს ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრს დაახლოებით 10:30 საათზე ორი S-300 რაკეტით დაარტყეს.
მისივე თქმით, დანგრეულია ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ასევე დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი და შვიდი კერძო სახლი.