მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
,,ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა” – განუცხადა რადიო თავისუფლებას დათო ტურაშვილის შვილმა.
შეგახსენებთ, მწერალი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “მე-17 სართული” გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.