სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო.
„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი გაეცნენ. რეგიონში ძლიერმა ქალმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკონპენსაციოდ მთავრობის განკარგულებით 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„გვაქვს ძალიან მყისიერი მოქმედება სტიქიიდან უმოკლეს ვადაში და ეს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდირება და კომპენსაციების დროულად გაცემა“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა.