გერმანია უკრაინისთვის 10 000 Starlink-ის ტერმინალის შეძენას დააფინანსებს

გერმანია უკრაინისთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების Starlink-ის სატელიტური ტერმინალების შეძენას დააფინანსებს.

“მადლობა გამოვხატე გერმანელი ხალხის მიმართ 10 000 Starlink-ის ახალი პარტიისთვის, რომელსაც ჩვენ მომავალ თვეში მივიღებთ”, –  განაცხადა კიევის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა.

Starlink საშუალებას აძლევს მებრძოლებს იყვნენ ონლაინ, მაშინაც კი, როცა მობილური ტელეფონები და ინტერნეტ ქსელები.

“რეალურ დროში კომუნიკაცია საშუალებას აძლევს უკრაინელ ჯარისკაცებს კოორდინირება გაუწიონ თავიანთი სამშობლოს დაცვას და უკეთ დაიცვან თავი რუსული თავდასხმებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები