ბრალი წაუყენა ხუთ პირს, რომლებიც დაეხმარნენ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს გასულ შაბათ-კვირას ცენტრალურ სტამბოლში მომხდარ აფეთქებაში, რამაც ექვსი ადამიანის, მათ შორის 9 და 15 წლის ორი გოგონას, სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა სოფიის პროკურატურის პრესსპიკერმა სიიკა მილევამ, ბრალდებული ხუთი პირი “ლოგისტიკურად” დაეხმარა გაქცევაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს.
ცნობისთვის, პარასკევს თურქეთის პოლიციამ 17 ადამიანი დააპატიმრა აფეთქებასთან კავშირის გამო.