ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე 29 წლის ქალია. მას დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა, აფხაზური პასპორტი და ქართული პასპორტი.
საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა.