მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას განცხადებით, ის სამშობლოში ვერ ბრუნდება, რადგანაც, აქ ღიად ემუქრებიან.
დემნა გვასალიამ, რომელმაც რამდენიმე კვირის უკან თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო მიიღო, აღნიშნულ თემაზე NYT Style Magazine-თან ინტერვიუში ისაუბრა.
დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთის ომის დროს, ის 11 წლის იყო. ომის დაწყების შემდეგ მის ოჯახს თბილისშ მოუწია გამოქცევა, როგორც ათასობით სხვა ოჯახს.
დიზაინერი საქართველოს დიდი სიყვარულით იხსენებს და წუხს, რომ ვერ ჩამოდის და ამისი მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაციაა.
ამბობს, რომ პირველმა მამაკაცმა, რომელიც მას შეუყვარდა, სექსკლუბები და საკრუიზო ადგილები გააცნო.
“მასწავლა როგორ მყვარებოდა, მაგრამ ის არა, როგორ მყვარებოდა საკუთარი თავი. ყველაზე რთული ის არის, რომ ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან იქ მემუქრებიან, რომ თუ დავბრუნდები…. ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“, – ამბობს დემნა გვასალია ინტერვიუში.