დემნა გვასალია აცხადებს რომ საქართველოში ვერ ბრუნდება, რადგან ემუქრებიან

მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის, Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ული დირექტორის, დემნა გვასალიას განცხადებით, ის სამშობლოში ვერ ბრუნდება, რადგანაც, აქ ღიად ემუქრებიან.

დემნა გვასალიამ, რომელმაც რამდენიმე კვირის უკან თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო მიიღო, აღნიშნულ თემაზე  NYT Style Magazine-თან ინტერვიუში ისაუბრა.

დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია. აფხაზეთის ომის დროს, ის  11 წლის იყო. ომის დაწყების შემდეგ მის ოჯახს თბილისშ მოუწია გამოქცევა, როგორც ათასობით სხვა ოჯახს.

დიზაინერი საქართველოს დიდი სიყვარულით იხსენებს და წუხს, რომ ვერ ჩამოდის და ამისი მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაციაა.

ამბობს, რომ პირ­ველ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც მას შე­უყ­ვარ­და, სექ­სკლუ­ბე­ბი და საკ­რუ­ი­ზო ად­გი­ლე­ბი გა­აც­ნო.

მას­წავ­ლა რო­გორ მყვა­რე­ბო­და, მაგ­რამ ის არა, რო­გორ მყვა­რე­ბო­და სა­კუ­თა­რი თავი. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ის არის, რომ ვერ ვბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან იქ მე­მუქ­რე­ბი­ან, რომ თუ დავ­ბრუნ­დე­ბი…. ბი­ძა­ჩე­მი ერთ-ერთი მათ­გა­ნია“, – ამ­ბობს დემ­ნა გვასალია ინტერვიუში.

მსგავსი თემები