„ნეკასიანები VS ნიკასიანები… თითქმის არავინ ლუკასიანები“ – სასულიერო პირი დოროყაშვილ-ბასილაშვილის საქმეზე

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პირველი ჩოგნის – ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის – ნელი დოროყაშვილის მხარდამჭერები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ზოგი ნიკოლო ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენს ტაშს უკრავს, ზოკი კი პირიქით.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს   არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

„ერთ პატარა საოცარ ბავშვს ნახევარი საქართველო დედას ულანძღავს, მეორე ნახევარი მამას.. ნეკასიანები VS ნიკასიანები. თითქმის არავინ ლუკასიანები“,- წერს არქიმანდრიტი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად გაამართლა და ყველა ბრალდება მოუხსნა.

 

მსგავსი თემები