უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს.
„დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე ცალკეულმა სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად, გაათავისუფლეს და კონტროლის ქვეშ აიყვანეს, დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო.
პარალელურადმ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რუსული დროშის ჩამოგდება და ლიმანის შესასვლელში უკრაინული დროშია აღმართვა.