რამზან კადიროვი პუტინს ატომური იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი პუტინს ურჩევს უკან არ დაიხიოს და უფრო მეტიც, მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღება გამოიყენოს.

კადიროვი ლიმანში რუსული ძალების მარცხს გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდ ლაპინს აბრალებს.

“ზუსტად ის ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმცა დე ფაქტო ის იქ ახლოსაც არ ყოფილა. ლაპინს გადასცეს დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების ხელმძღვანელობა… საწყენი ის კი არაა, რომ ლაპინი არაკომპეტენტურია, არამედ ის, რომ მას ზევით ხელს აფარებენ გენერალური შტაბის ხელმძღვანელები”, – აცხადებს კადიროვი.

მისივე თქმით რუსეთის მხრიდან საჭიროა უფრო მეტი სიმკაცრე.

„არ ვიცი, თავდაცვის სამინისტრო რა ინფორმაციას აწვდის უმაღლეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი აზრით, უფრო კარდინალური ზომებია მისაღები, სასაზღვრო ტერიტორიებზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასა და მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების გამოყენებამდე”, – ასეთია კადიროვის გზავნილი.

მსგავსი თემები