რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის დატოვების მსურველების რიცხვი დღითიდღე იზრდება. რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, ბილეთებში კოლოსალური თანხის გადახდა უწევთ.
სომხეთის ავიახაზებზე მოსკოვი – თბილისის რეისის ავიაბილეთი ფასი 6 100 ევროს, ანუ დაახლოებით 20 ათას ლარს შეადგენს. ქართული ავიაკომპანია ,,აირზენა” კი, ერევნის გავლით მოსკოვი -თბილისის ბილეთს ცხრა ათას ლარად ყიდის.
მაღალი ფასის მიუხედავად, ბილეთების ყიდვა თითქმის შეუძლებელია.