რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. საელჩოს ცნობით, მოსკოვმა შეიძლება უარი თქვას აშშ-ის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე და, ხელი შეუშალოს მათ რუსეთიდან გამგზავრებაშიც.
„აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, ვიდრე მგზავრობის შეზღუდული კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ რჩება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.