„უახლოეს მომავალში პუტინის რუსეთი დაგვიპირისპირდება ჩვენ, ნატო-სა და ევროკავშირს, რომელსაც პუტინი, სხვათა შორის, არასოდეს აღიქვამდა სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ საერთაშორისო არენაზე და ვის წინააღმდეგაც იბრძოდა“,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
კანცლერის თქმით, გერმანიამ და ევროპამ პუტინის ამბიციებს ძლიერი ჯარები უნდა დაუპირისპიროს.
„რუსეთის მოტივების სიცხადეს, ყოველ შემთხვევაში სანამ პუტინი პრეზიდენტია, კიდევ ერთი შედეგი აქვს: აღარ არის ეჭვი იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. პუტინის რუსეთი კი ნატოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა შოლცმა.