რუსულმა ძალებმა კრივოი-როგი დაბომბეს. ბობი ნავთობბაზასაც მოხვდა, რომელიც აფეთქდა და ძლიერი ხანძარია.
ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ავრცელებს.
„კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, – წერს რეზნიჩენკო.