კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში, კლინიკებში ვირუსით 65 301 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა COVID-19- ით განპირობებული გარდაცვალების 153 შემთხვევა. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა.
რაც შეეხება ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის მაჩვენებელს, შემდეგია:
- შიდა ქართლი – 2 469
- თბილისი – 34 850
- იმერეთი – 8 538
- ქვემო ქართლი – 3 574
- კახეთი – 2 585
- მცხეთა-მთიანეთი – 987
- აჭარა – 5 477
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 339
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 2 778
- სამცხე-ჯავახეთი – 1 104
- გურია – 800 შემთხვევა.