საქართველოში, კორონავირუსით 65 301 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში, კლინიკებში ვირუსით 65 301 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალში პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა COVID-19- ით განპირობებული გარდაცვალების 153 შემთხვევა. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში – 1.4% შეადგინა.

რაც შეეხება ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის მაჩვენებელს, შემდეგია:

  • შიდა ქართლი – 2 469
  • თბილისი – 34 850
  • იმერეთი – 8 538
  • ქვემო ქართლი – 3 574
  • კახეთი – 2 585
  • მცხეთა-მთიანეთი – 987
  • აჭარა – 5 477
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 339
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 2 778
  • სამცხე-ჯავახეთი – 1 104
  • გურია – 800 შემთხვევა.

 

მსგავსი თემები