უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 41 170; ტანკი – 1 768; ჯავშანტექნიკა – 4 014; საარტილერიო სისტემა – 936; სარაკეტო სისტემა – 259; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117; თვითმფრინავები – 223; ვერტმფრენი – 191; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 739; საკრუიზო რაკეტები – 174; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 914; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 82.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდს.