პრეზიდენტმა გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპულები  სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ტრაგიკულად დაღუპული 8 პირი სამოქალაქო თავდადებისთვის დააჯილდოვა.

“საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა.

29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ”, – იტყობინება  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

მსგავსი თემები