კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ ლენგლიში მამაკაცმა ცეცხლი რამდენიმე ადგილას გახსნა, მათ შორის ავტობუსის გაჩერებაზე და ერთ-ერთი კაზინოს ავტოსადგომზე.
გავრცელებული ცნობით, სროლაში ეჭვმიტანილი ადგილზევე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაიცვა ორი და დაიჭრა ორი ადამიანი. ამ დროისთვის, უცნობია თავდასხმის მოტივი.