,,გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა კობახიძე,  როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული”- ნიკა მელია 

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ირაკლი კობახიძის მიერ ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მელიას თქმით, ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება.

,,დღეს გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული.

დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო – არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს.

დღეს აქტუალური არააა რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი,დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების  კაგებეს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ.

არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი”, – წერს ნიკა მელია.

,,შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი – რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს – (mcm.ge)

,,სიბინძურისგან ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტზე

მსგავსი თემები