სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა დასრულდა. როგორც ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, ბრალი გოგაშვილს სამ ეპიზოდზე წაუყენეს.
„მოხდა ოფიციალურად ბრალის წარდგენა. სწორედ ამ მუხლებით მოხდა ბრალის წარდგენა, რა მოლოდინიც გვქონდა. პირველი – პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და ის ეხება 2015-1018 წლებში ბატონი გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს, მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე ისე პერსონალურ მონაცემებეზე. მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში 2 პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემების გავრცელებას და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, რომელიც 2 პიროვნების პერსონალური მონაცემების გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. რამდენიმე საათში გამომძიებელი დამიკავშირდება და მოგვიანებით, ოფიციალურ მასალებსაც ავიღებ.
მორე ეპიზოდი – ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ ინფორმაციას. თუ ეს მონაცემები იყო სახელმწიფო საიდუმლოება, მაშინ უკანონო რომ იყო?
მესამე ეპიზოდი არის იარაღების უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდება“ – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ მედიასთან.
ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალიდან გამომდინარე, გოგაშვილის სასამართლო პრცესი დაუხირება და ადვოკატებსაც განცხადებების გაკეთების უფლებას შეუზღუდავენ.