ბოლო მონაცემებით, ვინიცას ცენტრში რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო იუწყება.
მისი თქმით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვია. სამედიცინო დაწესებულებებს დახმარების თხოვნით, კი 90-მა ადამიანმა მიმართა.
ვინიცის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე, რაც განზრახ მკვლელობას უკავშირდება (სსკ-ის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი. უკრაინის კოდექსი).
სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.