ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკი ნაწილობრივ რუსული არმიის დაქვემდებარებაშია. გაიდაის თქმით, ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს.
გაიდაის ცნობით, უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის ოლქი გამუდმებით იბომბება, სევეროდონეცკის ქუჩებში კი საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს.
გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები ასევე განაგრძობენ შეტევას ზოლოტოეს, ტოშკოვკის, კამიშევახისა და ნირკოვოს მიმართულებით.