პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტის ჯარებმა, რომლებმაც ქვეყნიდან რამდენიმე მერი გაიტაცეს, ნაწილი მოკლეს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, უკრაინაში ომის შესახებ რუსეთის მოქალაქეებმა არაფერი იციან.
„რუსებმა დაბლოკეს ჩვენი დახმარება, რომლიც მარიუპოლში, მელიტოპოლში, ბერდიანსკში, ხერსონსა და ხარკოვში ჩაგვქონდა. ისინი იტაცებენ მერებს. ზოგიერთი მათგანი კი მოკლეს. ზოგიერთს ვერ ვპოულობთ. ზოგს მივაგენით და ისინი მკვდრები არიან. ზოგიერთი შეცვალეს. ისინი იგივეს აკეთებენ, რაც 2014 წელს დონბასში გააკეთეს. იგივე ხალხი ატარებს იგივე ოპერაციებს. ეს არის იგივე მეთოდები“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.