დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთი რუსეთის ყველა მთავარ ბანკს აქტივებს უყინავს. გარდა ამისა, ისინი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდანაც გაითიშებიან. სანქციებში მოექცა „ვი-თი-ბი ბანკი“.
აღნიშნული განცხადება ბორის ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა/ მისი განცხადებით, მსხვილ რუსულ კომპანიებს და სახელმწიფოს ბრიტანეთის ბაზრიდან ფულის მოპოვება სრულად აეკრძალება. ბრიტანეთში იკრძალება რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტიც.“
ანალოგიური სანქციები უწესდება ბელარუსსაც.