ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. მათ საქმიანობას დადებითად 39% აფასება, უარყოფითად – 52%.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 27%; საშუალოდ – 27%; უარყოფითად – 35%; არ იცის – 10%-მა.
რაც შეეხება პრეზიდენტს, მის საქმიანობას დადებითად აფასებს 14%; 29% – საშუალოდ; 46% – უარყოფითად.
პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს 12%; საშუალოდ – 33% პროცენტი; ცუდად – 46%.