გორის სოფლიდან ოკუპანტებმა 4 ადამიანი გაიტაცეს 23.12.2021 მედიაცენტრი მთავარი შიდა ქართლიდან, საქართველოს მოქალაქეების მორიგი გატაცების ფაქტი დაფიქსირდა. ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.