4 გატაცებული ქართველის ვინაობა ცნობილია – ისინი საოკუპაციო ხაზთან, ტაძარში იმყოფებოდნენ

საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული პირების ვინაობა ცნობილია. ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 30-დან 60 წლამდე ასაკის 4 მამაკაცი დააკავეს. ესენი არიან: გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი,  გიორგი დემურიშვილი და ავთანდილ თომაშვილი.

ისინი  საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტაძარში, მოსალოცად იმყოფებოდნენ, რა დროსაც რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.

სავარაუდოდ ახლა დაკავებულები რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, მოგვიანებით კი მათ ცხინვალის წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.

მსგავსი თემები