Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 620 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1982 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.57%.