მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას მოთხოვნას მიტროპოლიტი ანანიაც უერთდება

პეტიციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნას მხარს უჭერს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანიაც (ჯაფარიძე).

როგორც მიტროპოლიტმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზადაა, პეტიციას ოფიციალურად შეუერთდეს და საკუთარი ხელმოწერა დააფიქსიროს.

„ტაძართან ვართ, ტაძართან. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები