ნიკოლ ფაშინიანმა გამარჯვება იზეიმა

  •  

ნიკოლ ფაშინიანმა გამარჯვება თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე აღნიშნა.

სომხეთში 9 ნოემბერს დაწყებული პოლიტიკური კრიზისი კი დასრულებულად გამოაცხადა. ახლა მან ყველა პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა და დიალოგის მსურველ ყველა ძალასთან კონსულტაციების დაწყების მზაობაც გამოთქვა.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდა, რომელშიც ხმათა თითქმის 54 პროცენტი ნიკოლ ფაშინიანის ალიანსმა მიიღო. მისი მთავარი ოპონენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა ხმების 21 პროცენტი მიიღო, ხოლო სერჟ სარქისიანის ბლოკმა კი 5.23%.

მსგავსი თემები