„ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას“ – პასუხი ნიკანორ მელიას

ოპოზიცია ნიკანორ მელიას ამნისტიის კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვასთან დაკავშირებით უარს ეუბნება. „ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას,  ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტია“ – ასე უპასუხა „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ნიკანორ მელიას, რომელმაც ამნისტიის კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვა მოითხოვა.

,,ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის ბატონი მელიას პოზიცია რომელიც მედიატორმა უნდა განიხილოს. ამნისტიის კანონი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ამის განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ,,ქართული ოცნება” დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენი ამოცანაა, საბოლოო ჯამში, ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როდესაც შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის ევროკავშირის გირავნობას დაეთანხმოს, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, – განცხადა  ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის უკან, ნიკანორ მელიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციას მიმართა და მოსთხოვა ამნისტიის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა.   

მსგავსი თემები