“გია ბარამიძისნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს არ მივცემ უფლებას, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს” – სალომე სამადაშვილი

მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის სტატუსს აკომენტარებს.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნა, არ მიცემს უფლებას ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს.

„მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია, მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

გია ბარამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა,  რომ სალომე სამადაშვილთან დებატები სიამოვნებას არ მიანიჭებს, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია, საჯაროდ უთხრას, რასაც მასზე ფიქრობს თავად და პარტიის ასიათასობით წევრი.

მსგავსი თემები