„შეთანხმების შესრულებაზე ჩვენი მხრიდან შეყოვნება არ იქნება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და ასე ვთქვათ, შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციასთან შესაძლო კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ხელისუფლება კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრეა. 

„ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო, რომ ჩვენ ვართ მოწოდებული და მომხრე კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმისა და რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როდესაც არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა და ამ გამოწვევებს სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პრალამენტში იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების, ნორმალური მუშაობის რიტმსა და რეჟიმს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები