მძარცველის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას შსს ამ ეტაპზე არ ასახელებს

შეიარაღებული მძარცველი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა, იდენთიფიცირებულია. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.  

„მოხდა ავლაბრის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე  თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია თავდამსხმელი, მძევლები გათავისუფლდნენ. დაზიანება არავის მიუღია. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნების თაობასა და სხვა დეტალებზე, მძევლების რაოდენობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღის დაახლოებით 12:00 საათზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჰქონდა. მან 5 ადამიანი მძევლად აიყვანა და თანხა მოითხოვა.

მსგავსი თემები